ქუთაისის საკრებულო კვორუმის არარსებობის გამო სხდომას ვერ იწყებს

583

ქუთაისის ახალარჩეული საკრებულო სხდომის გასახსნელად დეპუტატების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

კვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარე 2 საათზე ჩანიშნულ სხდომას ვერ ატარებს. სხდომის დასაწყებად 18 დეპუტატია საჭირო, “ქართულ ოცნებას” კი მხოლოდ 17 წევრი ჰყავს, რადგან მმართველი პარტიის ერთმა დეპუტატმა ბექა მახარაძემ მანდატზე უარი თქვა, მისი შემცვლელის ჯემალ ბიბიჩაძის უფლებამოსილების ცნობა კი დღევანდელ სხდომაზე იგეგმებოდა.

შექმნილი ვითარებით ისარგებლა ოპოზიციამ და სხდომათა დარბაზში არ შევიდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა თუმცა, თუ კვორუმი არ შეიკრიბება სხდომა არ ჩატარდება.