ქუთაისის მერია ცენტრალურ მოედანზე გასამართი საახალწლო გალა-კონცერტისთვის სცენით და საჭირო აპარატურით მომსახურებისთვის ელექტრონულ ტენდერს (NAT210023835) აცხადებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 21 610 ლარის დახარჯვას გეგმავს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გასამართი გალა-კონცერტისთვის სცენით, მხატვრული განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების გაწევა.
დოკუმენტის მიხედვით, კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი (4 საათი) უნდა იყოს.
ქუთაისის მერიას 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 306 500 ლარი დაიხარჯება.