რამაზანოვი გამთენიისას მერიის შენობაში, უკანა შესასვლელიდან პოლიციამ შეიყვანა – მოსეშვილი დმანისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე

412

დმანისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, რამაზანოვი მერიაში პოლიციამ დღეს ჩუმად შეიყვანა და მისი ახალი თანამდებობაც მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამართლების მცდელობაა:

“რამიზ რამაზანოვი ჩვენი ინფორმაციით, გამთენიისას მერიის შენობაში, უკანა შესასვლელიდან პოლიციამ შეიყვანა. ეს გადაწყვეტილება რომ ფორმალურად დანიშნეს, თუ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ამით უნდათ, რომ გაამართლონ ის ქმედება, ზეწოლა და ამ ადამიანის გაუბედურება, თითქოს თავისი ნებით დათანხმდა”, – ამბობს ლევან მოსეშვილი.

რამაზანოვი 3 დღიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე მივიდა, ყველანაირი ზეწოლა უარყო, დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და აირჩიეს დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.