ქუთაისის საკრებულოში „ოცნების“ წევრმა უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა უკან გაიწვია და კვლავ მმართველი გუნდის შემადგენლობაში დარჩა

666

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა მახარაძემ, რომელმაც საკრებულოს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ მმართველი გუნდის შემადგენლობაში დარჩა.

ქუთაისის საკრებულომ დღეს უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე მხოლოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის დავით აბულაძის მოთხოვნა განიხილა და მას უფლებამოსილება შეუჩერა.

სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო. ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო დაგვიანებით დაიწყო.