ლაგოდეხში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. სათათბირო ორგანოს წევრები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები არიან.
დღეს გამართულ პირველ სხდომაზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, საბჭოს წევრებს, საკრებულოზე განსახილველად წარსადგენი 2022 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააცნო.
“სათათბირო ორგანო შეიქმნა კონკრეტული მიზნებით და არა მხოლოდ კანონით დადგენილი ვალდებულებით. მრჩეველთა საბჭოს ექნება ყველა პირობა იმისთვის, რომ იყოს ქმედითი, შედეგიანი და ეფექტური. დღეს გავაცანით მომავალი წლის ბიუჯეტი და მათგან საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ“ – განაცხადა, ახლადარჩეულმა მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა
ახლადშექმნილი მრჩეველთა საბჭოს ძირითადი მიზანი, მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართულობა და მერის საჯარო ფუნქციების წარმატებით შესრულებაში ხელშეწყობაა.