ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ფრაქცია შექმნა. ფრაქციის თავმჯდომარე თეიმურაზ ბასილაიაა. მას ერთი მოადგილე, კახაბერ ჩანგელია ეყოლება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საკრებულოში ენმ-ის გარდა, ფრაქცია მმართველმა პარტიამაც შექმნა პირველ სხდომაზე. მისი თავმჯდომარე ირაკლი გოგოხიაა, რომელსაც 6 მოადგილე ჰყავს.
ფრაქცია აქვთ პარტია “საქართველოსთვის” წევრებსაც. ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ფარულავაა, მოადგილე კი მალხაზ თორია.