რამიზ რამაზანოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ისევ უარყოფს ზოწოლასა და მუქარას და ამბობს, რმ გადაწყვეტილება “დმანისის პოლიტიკურ ჩიხიდან გამოსასვლელად მიიღო”. მისივე თქმით, 2 დღის განმავლობაში “სამშობლოში, საქართველოში, ახლობლებთან იყო”. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
რამაზანოვი დღეს დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარედ კი როგორც მოსალოდნელი იყო “ოცნების” კანდიდატი:
“დმანისელებს მივულოცავ დღევანდელ დღეს. ვინაიდან დღეს დაფიქსირდა მათი ხმა დმანისის საკრებულოში. რამიზისთვის ამ თანამდებობის შეთავაზებაზე ხართ თქვენც ინფორმირებულები, რომ ეს თანამდებობა გათვალისწინებული გვქონდა ოპოზიციის ქვოტით და შევთავაზეთ მათ. ამ შემთხვევაში ბატონმა რამიზმა გადმოდგა ეს ნაბიჯი” , – ამბობს პაატა ყულიაშვილი საკრებულოს ახალდარჩეული თავმჯდომარე.
ენმ-ს წევრები კი ამბობენ, რომ რამაზანოვი ბოლო დღეების განმავლობაში ზეწოლისა და მუქარის ქვეშ იმყოფებოდა, ის გაიტაცეს და დღევანდელი მისი გადაწყვეტილებაც იძულებითია.