ველოსიპედით გადაადგილების სტრატეგიის დოკუმენტის მიხედვით, რუსთავში ველობილიკები ქალაქის შემოსასვლელიდან მეტალურგიის მიმართულებით და ცენტრალურ პარკში უნდა მოეწყოს. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
რეკრეაციულ სივრცეში ველობილიკების მოწყობის პროექტი მე-6 მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.
ამირან ჯანჯღავას ინფორმაციით, ველოსტრატეგიის დოკუმენტი მიზნად ისახავს, რუსთავში ველო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივად გამართვას.
მისივე თქმით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გერმანელი ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. დოკუმენტი სწორედ მათი რეკომენდაციებით მომზადდა.