მარნეულში, გიორგაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებს საკუთარი სახსრებით აგვარებენ

785

ქალაქ მარნეულიში გიორგაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა აქვს. ირადა მაჰმუდოვა წლებია აღნიშნულ ქუჩაზე მესამე ა კორპუსში ცხოვრობს, გვიყვება რომ კანალიზაციის წყალი სარდაფებში ჩადის და ამით სხვა ყველაფერთან ერთად ბინის საძირკველიც ზიანდება, მაჰმუდოვა ცოტახნის წინ იძულებული გახდა საკუთარი ხარჯებით ეზოს ნაწილი მოეხრეშა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

,,ამ უბანში წლებია კანალიზაციის პრობლემაა, ეზოც ტალახდება, ცოტახნის წინ მეუღლე გარდამეცვალა, სამძიმარზე მოსულ ნათესავებს და ახლობლებს სახლამდე მოსასვლელად ეზოში ტალახში სიარული უწევდათ, მე შემრცხა და ჩემი სახსრებით მოვხრეშე ეზოს ნაწილი. რაც თავი მახსოვ ეს პრობლემა გვაქვს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მე პირადად არა, მაგრამ ჩემი ერთი მეზობელი იყო მისული წლების წინ, ეს საკითხი მაინც არ მოგვარებულა. საშინელებაა მთელი კანალიზაცია ეზოში ამოდის, სარდაფიც ივსება და სუნიც დგას პეიოდულად. აქ მაცხოვრებლებს გვინდა, რომ ეს პრობლემა მერიამ მოგვიგვაროს“ – განაცხადა მაჰმუდოვამ

საკითხზე მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ კორპუსის მაცხოვრებლებმა განცხადებით უნდა მიმართონ და ამის შემდეგ გადაწყდება რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

,, მარნეულის მასშტაბით მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა და გზების მოასფალტება ამ პროექტის დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობამ, მერიაში უნდა მოიტანოს განცხადება და ამ განცხადების საფუძველზე მოხდება მხოლოდ კანალიზაციის გაწმენდა. ჯერჯერობით მხოლოდ ესაა შესაძლებელი. მოასფალტება კი შესაძლოა სამომავლოდ დაიგეგმოს“, – განაცხადეს მარნეულის მერიაში.

მარნეულის გიორგაძის ქუჩაზე სულ 12 ოჯახი ცხოვრობს და წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, საკუთარი ძალებით ცდილობენ.