ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia -ს 2021 წლის გამარჯვებულები 20 ნომინაციაში გამოცხადდნენ. ერთ-ერთ, “საუკეთესო სოფლის ტურიზმის” ნომინაციაში გამარჯვებული სამეგრელოს წარმომადგენელი გახდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძოდ, ჯილდო ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში მოწყობილ ეთნოსოფელ "სისატურას” ერგო. მისმა დამფუძნებელმა მარიკა თოდუამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის ეს ჯილდო დიდი პასუხისმგებლობაა. მან ეთნოსოფლის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
რიგით მე-7 დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერით გაშუქდა.
Welcome...
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
დილიდან გადაკეტილია ცენტრალურ მოედანი, სადაც სცენას აწყობენ. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს უნდა აინთოს. ღონისძიება 19:00 საათზეა დაგეგმილი. გაიმართება კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი, ელენე ფოჩხუა, სალომე ბაკურაძე და დათუნა მგელაძე.
სამზადისის გამო შეცვლილი სვლაგეზით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 20 დეკემბერს 1 (წრიული) ავტობუსი...
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დღეს, 20 დეკემბერს, მოქალაქეებს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გასანათებლად ეპატიჟება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"19:00 საათზე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ მობრძანდეთ ცენტრალურ მოედანზე, რათა ყველამ ერთად ავანთოთ და დავინახოთ ის მოლოდინი რაც მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით გვაქვს. სამწუხაროდ, შარშან პანდემიიის გამო ჩვენ ვერ შევძელით ცენტრალური ნაძვის ხის ანთება ერთად. სწორედ, ამიტომაც განსაკუთრებულად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ წლევანდელი...
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2022 წლიდან ახალციხის ახლადრეაბილიტირებული არქივი ახალქალაქის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებსაც მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ მან „მინისტრის საათის“ გამოსვლის დროს ისაუბრა.
„წელს ახალციხეში გავხსენით არქივის ახალი შენობა, რომელიც ემსახურება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. მომავალ წელს კი დაემატება ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიც“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, დაწყებულია ასევე არქივის სრულად გაციფრულების 10 წლიანი გეგმა, რაც...
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანების ხელშეწყობის და წახალისების მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.
„სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან - იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ გიდი სრულად (ორი დოზით) იყოს ვაქცინირებული და ჰქონდეს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი...
საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აქვე საახალწლო და ხელნაკეთ ნივთებს სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში იყიდით. ასევე, მოედანზე იქნება საბავშვო ატრაქციონებიც. საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დროებით ჩაიკეტა ევროპის მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ნაძვის ხე კი 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
პროკურატურამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა. მას ბრალად "სოფლის განვითარების სააგენტოს" კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებია და ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენება ედება.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა ,,სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს “მედერს” შორის, რომლის საფუძველზე, ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის...
ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის განცხადებით, გუშინ ვაზისუბნის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს მუნიციპალიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად დაეხმარება.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ დროისთვის თბილისის ლაბორატორიული სამსახური კორპუსის მდგრადობას ამოწმებს.
ამასთან, გამგებლის განცხადებით, კორპუსის მდგრადობის შესახებ დასკვნა სავარაუდოდ დღის განმავლობაში იქნება.
„მიმდინარეობს ზარალის დათვლა, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად დაეხმარება ყველა დაზარალებულ ოჯახს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 5 ოჯახი არის სასტუმროში გადაყვანილი, ვიდრე...
ბორჯომში მთავარი ნაძვის ხის აწყობა უკვე მიმდინარეობს. იგი საზეიმოდ 22 დეკემბერს აინთება. ცნობილია თუ რა ღონისძიებები გაიმართება წინასაახალწლო დღეებში. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
22 დეკემბერს 16:00 საათზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია დაიწყება. იმავე დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საბავშვო გუნდის კონცერტს გამართავს.
სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს გიორგი გაბუნიას შოუ - კონცერტი გელა გნოლიძის ბენდთან ერთად. დასაწყისი 16:30 საათზე.
18:00 საათზე თოვლის...
რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება ლიფტების რეაბილიტაციისა და მათი უფასოდ სარგებლობის შესახებ ბევრი ადამიანისთვის იქნება შეღავათი.
"ძალიან ბევრი ადამიანი ცოტა მსუბუქად და ქილიკით უყურებდა ამ საკითხს, თუმცა მერწმუნეთ, რუსთავში, 60 000 ადამიანში, რომელიც ყოველ დღე სარგებლობს ლიფტით, ძალიან ბევრია პენსიონერი, ძალიან ბევრია მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მე ვფიქრობ, რომ მათთვის იქნება ძალიან დიდი შეღავათი", — განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
მისი თქმით,...
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ეროვნული ტურიზმის ინდუსტრიის დაჯილდოებაში - Welcome to Georgia! წელს 19 დაცული ტერიტორია იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში...
ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს არ განიხილავს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრმა ნაზი ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.
ნაზი ფუტკარაძე სასამართლოს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საქმეები დროულად განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.
"ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან თანამშრომლებს უსამართლოდ ათავისუფლებენ და მათ უმუშევრად ტოვებენ. გათავისუფლებული თანამშრომლების გამო, ბათუმის საქალაქო...
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. პირველ ეტაპზე, ბულვარის მიმდებარედ 16 შენობა განახლდება, აქედან სამი შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ,ზუგდიდს განახლებული, ცენტრალური გამზირი ექნება.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას,...
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგად განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდა.
როგორც დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილებები შეეხო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ „სოფლად სახლის“ პროექტს, რომლის ფარგლებში თითოეული დევნილი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა, მათივე მოთხოვნის გათვალისწინებით, წელს უკვე მეორედ გაიზარდა.
„ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3...
საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მომატება მომდევნო წლების ტენდენცია იქნება, - ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ პოსტში.
„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი...
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რიაონში, ზაჰესის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.
თბილისის მერიის ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































