„ნაციონალურ მოძრაობა“ : ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს არ განიხილავს

665

ბათუმის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეებს არ განიხილავს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრმა ნაზი ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოქალაქეებს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.

ნაზი ფუტკარაძე სასამართლოს მოუწოდებს, რომ აღნიშნული საქმეები დროულად განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

“ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ებიდან თანამშრომლებს უსამართლოდ ათავისუფლებენ და მათ უმუშევრად ტოვებენ. გათავისუფლებული თანამშრომლების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთი საქმეა შეტანილი, რომელიც ამ დრომდე არ განხილულა.

მაგალითად, ბაღების გაერთიანებიდან 11 თანამშრომელი გაუშვეს“, – აცხადებს ნაზი ფუტკარაძე.