პრემიერი: საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მომატება მომდევნო წლების ტენდენცია იქნება

1042

საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის მომატება მომდევნო წლების ტენდენცია იქნება, – ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ პოსტში.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს. სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი, ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს თითოეულ საჯარო მოხელეს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის მილოცვაში.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/2166909310113628