საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აქვე საახალწლო და ხელნაკეთ ნივთებს სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში იყიდით. ასევე, მოედანზე იქნება საბავშვო ატრაქციონებიც. საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დროებით ჩაიკეტა ევროპის მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ნაძვის ხე კი 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.