იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2022 წლიდან ახალციხის ახლადრეაბილიტირებული არქივი ახალქალაქის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებსაც მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ მან „მინისტრის საათის“ გამოსვლის დროს ისაუბრა.
„წელს ახალციხეში გავხსენით არქივის ახალი შენობა, რომელიც ემსახურება ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს. მომავალ წელს კი დაემატება ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიც“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, დაწყებულია ასევე არქივის სრულად გაციფრულების 10 წლიანი გეგმა, რაც მომავალში საარქივო მასალებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.