ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურიზმის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ეროვნული ტურიზმის ინდუსტრიის დაჯილდოებაში – Welcome to Georgia! წელს 19 დაცული ტერიტორია იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული საერთაშორისო და ქართველი პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.