რა ღონისძიებებია დაგეგმილი ბორჯომში ახალი წლის დღეებში

564

ბორჯომში მთავარი ნაძვის ხის აწყობა უკვე მიმდინარეობს. იგი  საზეიმოდ 22 დეკემბერს აინთება. ცნობილია თუ რა ღონისძიებები გაიმართება წინასაახალწლო დღეებში.  ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

22 დეკემბერს 16:00 საათზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია დაიწყება. იმავე დღეს, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საბავშვო გუნდის კონცერტს გამართავს.

სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს გიორგი გაბუნიას შოუ – კონცერტი გელა გნოლიძის ბენდთან ერთად. დასაწყისი 16:30 საათზე.

18:00 საათზე თოვლის ბაბუა ფიფქიასთან ერთად აანთებს საახალწლო ნაძვის ხეს. კონცერტზე მოსულ პატარებს თოვლის ბაბუა გადასცემს ტკბილელულს და საჩუქრებს. სადღესასწაულო დღე  ფოიერვერკით დასრულდება.

31 დეკემბერის საახალწლო ღონისძიებები 13:00 საათიდან გამოფენა-გაყიდვებით დაიწყება.

ამავე ტერიტორიაზე, მთავარ ნაძვის ხესთან, განთავსდება სანტას სახლი, სადაც სანტა და ყინულის დედოფალი პატარებისთვის დაარიგებენ საჩუქრებს და გადაიღებენ ფოტოებს, ასევე მოეწყობა ფოტოგადაღების კუთხე.

14:00 საათზე ღია ცის ქვეშ, სადღესასწაულო ნაძვის ხესთან გაიმართება ბორჯომის თოჯინების თეტრის სპექტაკლი.

15:00 საათიდან – 18:00 საათემდე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. კონცერტის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის შოუები: ცეცხლოვანი შოუ, ოჩოფეხების შოუ, დრამერების შოუ, მასკოტ შოუ (ზღაპრის გმირების ფორმებით გამოწყობილი მსახიობები).

18:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი, სადაც მონაწილეობას ზუკა ხუციშვილი ბენდთან და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილთან ერთად მიიღებენ.

კონცერტი დაასრულდება ფოიერვერკით.