გიდები ტურისტულ სეზონზე შეღავათებით ისარგებლებენ

355

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანების ხელშეწყობის და წახალისების მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.

„სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან – იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად“, – წერია განცხადებაში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ გიდი სრულად (ორი დოზით) იყოს ვაქცინირებული და ჰქონდეს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მწვანე პასპორტი). ასევე, ჰქონდეს საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც გაცემული იქნება გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ.