ლაცაბიძე უფასო ლიფტებზე: ბევრი ქილიკობდა, მაგრამ სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, მრავალშვილიანებისთვის დიდი შეღავათი იქნება

371

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება ლიფტების რეაბილიტაციისა და მათი უფასოდ სარგებლობის შესახებ ბევრი ადამიანისთვის იქნება შეღავათი.

“ძალიან ბევრი ადამიანი ცოტა მსუბუქად და ქილიკით უყურებდა ამ საკითხს, თუმცა მერწმუნეთ, რუსთავში, 60 000 ადამიანში, რომელიც ყოველ დღე სარგებლობს ლიფტით, ძალიან ბევრია პენსიონერი, ძალიან ბევრია მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და მე ვფიქრობ, რომ მათთვის იქნება ძალიან დიდი შეღავათი”, — განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია რეაბილიტაციის პროექტი და ძელი ლიფტები მალე ჩანაცვლდება ახლით.