მეტროსადგურების ჩასასვლელები და ამოსასვლელები, მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული. არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა. ფეხით გავლა შუძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ნორმალურად, ცივილიზებული გზით შეუძლებელია“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძე განმარტავს, ყველანაირად დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც გარევაჭრობით არიან დაკავებული, რათა მათი განთავსება მოხდეს ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ამასთან, დასძენს, რომ მეტროსადგურების ტერიტორია მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს. „როგოც იცით, ბოლო...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს მოუწოდა, მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, დღესაც საგანგებო რეჟიმში იმუშაონ, რათა ადამიანებს დახმარება დროულად აღმოუჩინონ. „გუშინდელ ძლიერ ქარს დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა მოყვა. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე, ტატიანა პავლოვა. მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მოხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის, არსებული ლიმიტების კლებით საწვავის ოპტიმიზაცია განხორციელდება. ამ დროის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერია საწვავის ლიმიტის შემცირებით წლის ბოლოს, დაახლოებით 50 000 ლარის ოდენობის ეკონომიას მიიღებს. მამუკა წოწერიას გადაწყვეტილებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა მიმართული იქნება სხვადასხვა სახის პროექტების განსახორციელებლად. „ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის...
აუდიტი: უხარისხოდ მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამო, მუნიციპალიტეტები ხელშეკრულების პირობებს სისტემატურად ცვლიდნენ, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტებმა სულ 3616 ინფრასტრუქტურული პროექტი შეისყიდეს, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით − 1 223 147 600 ლარი. აუდიტის მიერ მშენებლობების პროცესის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გაფორმებული 3616 ხელშეკრულებიდან, რომელთა...
წინა სტატია არსებობს რისკი, რომ ქუთაისის მერიამ მიწების ნაწილი საბაზრო ღირებულებაზე იაფად გაყიდა, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიამ აუქციონის წესით 97 მიწის ნაკვეთი გაყიდა, რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 2019 წელს − 3 978 200, ხოლო 2020 წელს 1 965 200 ლარი შეადგინა. როგორც აუდიტი წერს,  ქონების...
წინა სტატია წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 543.7 ათასი ლარის ღირებულების ქონების პრივატიზების პროცესი ისე ვერ წარმართა, რომ საინვესტიციო პირობები დროულად შესრულებულიყო - ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტში წერია მუნიციპალიტეტი არა საკუთარი, არამედ ქონების შემძენის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგან პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება არ შეწყვიტა და გარანტიის თანხა არ მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგაც საინვესტიციო...
წინა სტატია შემდეგი სტატია ნარჩენების გადამუშავებას, რომელიც ქუთაისის მერიამ ვერ უზრუნველყო, 1 მილიონზე მეტი მოხმარდა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მერიამ საგრანტო პროგრამის − „მდინარეები ნარჩენების გარეშე – სუფთა შავი ზღვისათვის“ ფარგლებში, ნარჩენების საკომპოსტე ცენტრის მოწყობის მიზნით, გააფორმა 7 ხელშეკრულება, ღირებულებით − 1 006 900 ლარი. ...
წინა სტატია შემდეგი სტატია აუდიტმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების პროგრამაში ხარვეზები გამოვლინდა. საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარებები სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების გვერდის ავლით არის გაცემული. ამდენად, კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არ არის დასაბუთებული, დახმარების ოდენობა როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრებოდა. ანგარიშში წერია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარების 8 სხვადასხვა პროგრამის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 1 984 500 ლარის ღირებულების დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, 2020 წელს ქუთაისში N1, N2 სამუსიკო სკოლებისა და ხელოვნების სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც ჯამში  763.7 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს TU-KA-მ და შპს „კოდორი – 2014“-მა შეასრულეს, ხოლო...
წინა სტატია შემდეგი სტატია „არსებობს რისკი, რომ წყალტუბოს მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, მისთვის მისაღები მიმწოდებლების გასამარჯვებლად, შეამცირა მიწოდების ვადები და გაზარდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო სატენდერო ეკონომია არსებითი ღირებულების შესყიდვების განხორციელებისას. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი კონტროლის სისტემა, რომელიც უხარისხოდ შესრულებულ პროექტებს გამოავლენს, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, 148 ხელშეკრულების ფარგლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეისყიდა. მშენებლობების პროცესის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მერიის მიერ გაფორმებულ 93 ხელშეკრულებაში, რომელთა ღირებულება 23 526 700 ლარია, განხორციელდა...
ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, დიდველსა და მიტარბში ხელოვნური ტბები გაკეთდება, სამუშაოებისთვის  81,6 მილიონ ლარი დაიხარჯება. წყლის რეზერვუარები ხელოვნური გათოვლიანების სისტემის  ფუნქცონირებისთვის  არის საჭირო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, მასთან კონტრაქტი გამარტივებული წესით, 81 637 647 მილიონ ლარზე გაფორმდა. აღნიშნული თანხიდან სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის 80 897 647 ლარია განსაზღვრული, საპროექტო სამუშაოების კი 185 000 ლარი. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ტბების მოწყობის გარდა, "ანაგმა" სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც უნდა...
წინა სტატია შემდეგი სტატია ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დასაფინანსებლად, რომელიც რამდენიმე თვე პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, 88 400 ლარი დაიხარჯა, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. ქუთაისის მერიამ, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის უკეთესად ორგანიზების მიზნით, 2020 წლის 14 იანვარს დააფუძნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“. თუმცა, აუდიტის ინფორმაციით, შპს-ს ფაქტობრივად საქმიანობა უნდა დაეწყო მას შემდეგ, რაც...
წინა სტატია შემდეგი სტატია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება გრაფიკით, მოსახლეობის ნაწილი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით; მიწოდებული წყალი კი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის 17 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ წყალტუბოსა და 6 თემის მოსახლეობის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების...
წინა სტატია შემდეგი სტატია მგფ-ის მიერ გადაცემული ავტობუსები ქუთაისის მერიამ 9 თვეში 954-ჯერ შეაკეთა, ხოლო, მიმწოდებელ კომპანიას ჯარიმა არასრულად დააკისრა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. როგორც აუდიტის სამსახური წერს, 2019 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თვითმმართველ ქალაქებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის...
შემდეგი სტატია წყალტუბოს მერიამ 1 620 400 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებული იყო და საჭიროებდა დამატებით რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 114 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 27 738 200 ლარი. აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ