ბაკურიანსა და მიტარბში ხელოვნური ტბების გასაკეთებლად 81,6 მილიონი ლარი გამოიყო

322

ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, დიდველსა და მიტარბში ხელოვნური ტბები გაკეთდება, სამუშაოებისთვის  81,6 მილიონ ლარი დაიხარჯება. წყლის რეზერვუარები ხელოვნური გათოვლიანების სისტემის  ფუნქცონირებისთვის  არის საჭირო.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ხელოვნურ ტბებს კომპანია “ანაგი” ააშენებს, მასთან კონტრაქტი გამარტივებული წესით, 81 637 647 მილიონ ლარზე გაფორმდა. აღნიშნული თანხიდან სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის 80 897 647 ლარია განსაზღვრული, საპროექტო სამუშაოების კი 185 000 ლარი.

ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ტბების მოწყობის გარდა, “ანაგმა” სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც უნდა შეასრულოს:

დიდველის ტბის მოწყობის სამუშაოები – 36.5 მილიონი ლარი; მიტარბის ტბის მოწყობის სამუშაოები – 13.5 მილიონი ლარი; დიდველის კონსტრუქციები – 2.3 მილიონი ლარი; მიტარბის კონსტრუქციები – 2.6 მილიონი ლარი; MR500 კონსტრუქციები (დიდველი) – 5 მილიონი ლარი; MR300 კონსტრუქციები (მიტარბი) – 2.3 მილიონი ლარი; MR500 არქიტექტურა – 1 მილიონი ლარი; დროებითი შენობა ნაგებობები – 2.9 მილიონი ლარი.

დაბა ბაკურიანში 2023 წლამდე უნდა დასრულდეს ბიატლონის ტრასის მოწყობაც, რისთვისაც 65 000 000 ლარია განსაზღვრული.