კალაძე: მეტროს მიმდებარე ტერიტორიები მოწესრიგდება – გარემოვაჭრეებს დავეხმარებით

279

მეტროსადგურების ჩასასვლელები და ამოსასვლელები, მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული. არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა. ფეხით გავლა შუძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ნორმალურად, ცივილიზებული გზით შეუძლებელია“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ყველანაირად დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც გარევაჭრობით არიან დაკავებული, რათა მათი განთავსება მოხდეს ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ამასთან, დასძენს, რომ მეტროსადგურების ტერიტორია მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს.

„როგოც იცით, ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყეთ მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება. პირველი პროექტის განხორციელება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ დავიწყეთ, საიდანაც გარევაჭრობამ გადაინაცვლა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ავიღეთ ყველა უკანონო „ჯიხური“, რომელიც განთავსებული იყო „ვარკეთილის მეტროს“ მიმდებარედ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ფეხით გადაადგილებაც კი შუძლებელი იყო, პრობლემას წარმოადგენა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღე სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, კერძოდ, „ნავთლუღის ბაზრობის“ ტერიტორიაზე, აქაც გვინდა მთლიანად მოწესრიგდეს არსებული ტერიტორია. მოხდეს განახლება და გარემოვაჭრეების გადაყვანა ბაზრობის ტერიტორიაზე, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი გავაგრძელოთ ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებით.

დავაანონსებ კიდევ ერთ მსგავს პროექტს. ეს არის მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია. მინდა დავავალო მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე გლდანის რაიონის გამგებელს, მუშაობა დაიწყეთ, კარგი იქნება თუ მაჟორიტარი დებუტატი კონსტანტინე ზარნაძეც ჩაერთვება. დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობის ადმინისტრაციასთან, რომ მოხდეს ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, ნორმალურ პირობებში ჰქონდეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.

ასევე მინდა დავავალო მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ დაიწყონ მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ფილები დაზიანებულია, დაიწყეთ ამ ყველაფრის განახლება.

ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომა ასეთია – მეტროსადგურების ჩასასვლელები და ამოსასვლელები, მიმდებარე ტერიტორია მაქსიმალურად იქნება მოწესრიგებული. არავისთვის არის მისაღები დღეს არსებული მდგომარეობა. ფეხით გავლა შეუძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება ნორმალურად ცივილიზებული გზით შეუძლებელია. მესმის იმ ადამიანების, ვინც ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, მაგრამ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ ცივილურად, იმ ტერიტორიასა და ადგილზე, სადაც ნებადართულია და სხვა ადამიანები აწარმოებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებიც გარევაჭრობით არიან დაკავებული, რომ მათი განთავსება მოხდეს ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე, მეტროსადგურების ტერიტორია მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“,- აღნიშნავს კალაძე.