აუდიტი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების პროგრამაში ხარვეზები გამოვლინდა

586

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აუდიტმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობის ერთჯერადი დახმარების პროგრამაში ხარვეზები გამოვლინდა.

საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარებები სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების გვერდის ავლით არის გაცემული. ამდენად, კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არ არის დასაბუთებული, დახმარების ოდენობა როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრებოდა.

ანგარიშში წერია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სოციალური დახმარების 8 სხვადასხვა პროგრამის შესაბამისად გახარჯა 3 028 600 ლარი. აღნიშნული თანხიდან 1 160 800 ლარი (38%) ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამით გაცემულია 3,881 მოქალაქეზე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 990 შემთხვევაში 243.0 ათასი ლარი გაცემულია ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის ბრძანებების შესაბამისად.

შესწავლით გამოვლინდა, რომ სარეზერვო ფონდი არ არის გამოყენებული ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, რადგან დამტკიცებული სოციალური პროგრამებით თავიდანვე გათვალისწინებული იყო ერთჯერადი დახმარების გაცემა. გარდა ამისა, სარეზერვო ფონდიდან დახმარებები გაცემულია სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების გვერდის ავლით. კერძოდ, თანხის გამოყოფის საფუძველია ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ თანხის ოდენობას კომისია ადგენდა საკუთარი შეხედულებისამებრ. ამდენად, კრიტერიუმების არარსებობის პირობებში არ არის დასაბუთებული, როგორ და რის საფუძველზე განისაზღვრებოდა დახმარების ოდენობა.

“დახმამუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდის თანხებს ხარჯავდა ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების დასაფინანსებლად, სოციალური დახმარების პროგრამისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე. აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს თანხების სამართლიან და ეფექტიან განაწილებას, ხელს უწყობს მოსახლეობის არათანაბარ პირობებში ჩაყენებას და ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს“, – ნათქვამია აუტიდის დასკვნაში.