იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზვიად შალამბერიძემ მის პირველ მოადგილედ ლევან სანიკიძე წარადგინა.
ლევან სანიკიძე ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი იყო. მას დეპუტატის უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუწყდა.
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ვაკანტური იყო, მას შემდეგ როცა პირველი მოადგილის პოსტიდან ქუთაისის ამჟამინდელი მერი იოსებ ხახალეიშვილი გადადგა.
საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. კითხვარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
"კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც...
წინა სტატია
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების წესში შეტანილი ცვლილებით, ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობა 175-ით გაიზრდება. კერძოდ, აპრილიდან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას აქამდე არსებული 1 375 ბენეფიციარის ნაცვლად, თვეში 1 550 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, დღეს ეს ქვეპროგრამა...
16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
როგორც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და მათივე თხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მისი სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება პრინციპულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება, რომელიც მოსახლეობასთან...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს 4 ახალი ავტომობილი იყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 194 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიამ 2022 წლის 13 იანვარს შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა კონსოლიდირებული შესყიდვა და შეიძინა ავტომობილი Kia Seltos, რომლის ღირებულებაც 65 000 ლარია;
Kia Seltos
შემდეგ სტრადა მოტორსისგან იყიდა 2 ავტომობილი – FIAT TIPO 1.6, რისთვისაც ჯამში 93 000 ლარი დაიხარჯა.
და ბოლოს, მუნიციპალიტეტმა იყიდა ავტომობილი Renault...
წინა სტატია
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარმა ბუღალტერმა ლ.წ.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 2020 წლის 21...
წინა სტატია
ავტორი: რუსა მაჩაიძე
ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იჯავებს. ის ამ პოსტზე დატოვეს 2021 წლის არჩევნების შემდეგაც. 2014-2017 წწ-ში კი ზესტაფონის გამგებლის მოადგილე იყო.
2021 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ ღამბაშიძე მარტო ცხოვრობს, მანამდე კი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.
მის საკუთრებაშია ზესტაფონში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია 120 კვ.მ ფართის სახლი. მას...
წინა სტატია
ქუთაისის მერია ისევ უარს ამბობს ჟურნალისტებისთვის მრავალჯერადი, ვადიანი საშვების დამზადებაზე, რაც მედიის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდვის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მისცემდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
მერიაში შესვლის აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგაც, ქალაქის მერს არ აქვს პასუხი, რას ემსახურებოდა ერთჯერადი საშვთა სისტემის შემოღება და რატომ არ ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველობა ჟურნალისტებისთვის შესაბამის ბარათებს.
"საშვი აიღეთ და მობრძანდით. ამისთვის გემსახურებათ ჩვენი მისაღები", - ამბობს ქუთაისის...
ქუთაისის მერია ათი მიკროავტობუსის შესაძენად 1 464 380 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს:
საწვავის მოხმარების (ქალაქში, შერეული/კომბინირებული, ქალაქგარეთ) შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული ფლობის ღირებულება 200 000 კმ. გარბენზე.
ინფორმაცია, რომ ავტობუსში განთავსებული სავარძლები დამონტაჟებულია ავტობუსის წარმოების დროს, ავტობუსის დამამზადებელ ქარხანაში და სხვა.
М2 კატეგორიის ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
სახელმწიფო...
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის ნაწილზე, მირიან მეფისა და ჭაშნაგირის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, ხოლო, 6 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.
„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს, მოწესრიგდა დავარის, ასმათის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის ქუჩების ნაწილი....
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი სრულად განახლდება, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მესხეთის ქუჩის N35 და N61 მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს რეაბილიტირდება.
„ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტურისტებისთვის დასასვენებლებელი ადგილების მოსაწყობად ტენდერი 140 ათას ლარზე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, დასასვენებელ მოედანზე მცირე შენობა, მაგიდა და სკამები, ასევე ველოსიპედების საპარკინგე წერტილი და ნაგვის ურნები განთავსდება.
სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამ დღეში დაიწყოს და 12 კვირის ვადაში დაასრულოს. პროექტის საგარანტიო ვადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი იქნება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული...
სოფელ ქვახვრელში კოტეჯის ასაშენებლად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 25კვ.მ კოტეჯის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 150 ლარია გათვალისწინებული.
როგორც გორის მერიაში ამბობენ, რომ კოტეჟი ერთ-ერთი ოჯახისთვის შენდება.
“აღნიშნული კოტეჯი უნდა აშენდეს ერთ-ერთი ოჯახისთვის, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი, მსგავსი კოტეჯები რამდენიმე ოჯახისთვის ადრეც აშენდა”, – განმარტავენ მერიაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაობი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისება იგეგმება, - ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"ჩვენ გვაქვს მოსაზრება და , რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ლოგიკური არის გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, რომ ალბათ, ეს შენობა და ეს მოცემულობა უფრო მეტად სასტუმროსთვის მისაღები იქნება, ვიდრე ადმინისტრაციული შენობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ვიფიქროთ ამ შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით და გარკვეულ...
ქალაქ ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონამდე ლარი მოხმარდება, მშენებლობის დასრულება კი 2025 წლის ზამთრის სეზონზე იგეგმება. შედეგად, ზესტაფონის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47 000 000 ლარად გაყიდა. ელექტრონული აუქციონი ორ ეტაპად გამოცხადდა.
გასაყიდად გამოტანილი იყო 30 უძრავი ქონება, რომლის ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 40 660 000 შეადგენდა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა და შესაბამისად, მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 000 000 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































