ქუთაისის მერია 10 მიკროავტობუსის შესაძენად 1 464 380 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

310

ქუთაისის მერია ათი მიკროავტობუსის შესაძენად 1 464 380 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს:

  • საწვავის მოხმარების (ქალაქში, შერეული/კომბინირებული, ქალაქგარეთ) შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული ფლობის ღირებულება 200 000 კმ. გარბენზე.
  • ინფორმაცია, რომ ავტობუსში განთავსებული სავარძლები დამონტაჟებულია ავტობუსის წარმოების დროს, ავტობუსის დამამზადებელ ქარხანაში და სხვა.

М2 კატეგორიის ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

სახელმწიფო შესყიდაზე წინადადების მიღება მიმდინარე წლის 16 მაისს მთავრდება.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ მიკროავტობუსებს “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში მიღებული თანხით ყიდულობს. პროგრამის მოცულობა 30 მილიონამდე ლარია, რომლითაც ქალაქის მასშტაბით, 25-მდე პროექტი უნდა განხორციელდეს.