ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

654

ქალაქ ზესტაფონის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონამდე ლარი მოხმარდება, მშენებლობის დასრულება კი 2025 წლის ზამთრის სეზონზე იგეგმება. შედეგად, ზესტაფონის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.