ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტურისტებისთვის დასასვენებლებელი ადგილების მოსაწყობად ტენდერი 140 ათას ლარზე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, დასასვენებელ მოედანზე მცირე შენობა, მაგიდა და სკამები, ასევე ველოსიპედების საპარკინგე წერტილი და ნაგვის ურნები განთავსდება.
სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამ დღეში დაიწყოს და 12 კვირის ვადაში დაასრულოს. პროექტის საგარანტიო ვადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი იქნება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.