წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47 მილიონ ლარად გაიყიდა

362

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკები 47 000 000 ლარად გაყიდა. ელექტრონული აუქციონი ორ ეტაპად გამოცხადდა.

გასაყიდად გამოტანილი იყო 30 უძრავი ქონება, რომლის ჯამური საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 40 660 000 შეადგენდა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მაღალი დაინტერესება დაფიქსირდა და შესაბამისად, მთლიანობაში გასხვისებული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 47 000 000 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.