საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა ევროკომისიის კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. კითხვარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
“კითხვარი მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას”, – ნათქვამია ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე