გორის მერიამ 194 000 ლარის ღირებულების 4 ახალი ავტომობილი იყიდა

341

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს 4 ახალი ავტომობილი იყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 194 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერიამ 2022 წლის 13 იანვარს შპს “კია საქართველოსთან” გააფორმა კონსოლიდირებული შესყიდვა და შეიძინა ავტომობილი Kia Seltos, რომლის ღირებულებაც 65 000 ლარია;

Kia Seltos

შემდეგ სტრადა მოტორსისგან იყიდა 2 ავტომობილი – FIAT TIPO 1.6, რისთვისაც ჯამში 93 000 ლარი დაიხარჯა.

და ბოლოს, მუნიციპალიტეტმა იყიდა ავტომობილი Renault Sandero 1.5, რაშიც 36 400 ლარი გადაიხადა.