ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი სრულად განახლდება, შეიცვლება სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მესხეთის ქუჩის N35 და N61 მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს რეაბილიტირდება.
„ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები აღმაშენებლის N35-ში მიმდინარეობს. კორპუსის იერსახე მთლიანად შეიცვლება.
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 735 181 ლარით ფინანსდება.
ბორჯომის მერია ქალაქის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.
შეგახსენებთ, 2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.