იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილება განხორციელდა

928

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილება განხორციელდა. დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ზვიად შალამბერიძემ მის პირველ მოადგილედ ლევან სანიკიძე წარადგინა.

ლევან სანიკიძე ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი იყო. მას დეპუტატის უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუწყდა.

იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ვაკანტური იყო, მას შემდეგ როცა პირველი მოადგილის პოსტიდან ქუთაისის ამჟამინდელი მერი იოსებ ხახალეიშვილი გადადგა.