ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური გაიზარდა. აქამდე მოქალაქეს 20 თეთრის გადახდა უწევდა, მიმდინარე კვირის სამშაბათიდან კი 40 თეთრი გახდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის ქუჩებში შპს „ჯეოტივის“ ტრანსპორტი მოძრაობს. მგზავრობის საფასურის ნახევარს ახალციხის მერია სუბსიდიის სახით ფარავს. მიმდინარე წელს საქალაქო ტრანსპორტისთვის 22 000 ლარი იყო გამოყოფილი, საფასურის გაზრდასთან ერთად 44 000 ლარამდე მოიმატა სუბსიდიის თანხამაც. რეალურად საქალაქო ტრანსპორტით ერთი პირის...
თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „30 აპრილიდან, 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. მთავრობის სპეციალური...
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 670 პირველკურსელ სტუდენტს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მათ შორის სწავლის დაფინანსება გაუგრძელდება გასულ სემესტრში დაფინანსებულ 525 სტუდენტს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, წინა მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. გვაქვს დამატებით კიდევ ერთი სიახლე: სტუდენტთა დახმარების პროგრამის...
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდიანრე წლის 27 აპრილს 3 ტენდერი გამოცხადა. ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, დმანისის მერიას 308 479 ლარად ქალაქ დმანისში არსებული მონუმენტის რეაბილიტაცია სურს. აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება. ასევე, 75 013 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული მერიას, რათა ქალაქ დმანისში ავტოსადგურთან სკვერი გააკეთონ. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. რაც შეეხება  ქალაქ...
ე.წ ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმიდნარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, - აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა სახურავი, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და ჯამურად 451 000 ლარით ფინანსდება. გარდა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი), 79- მა ოჯახმა ისარგებლა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 700 ლარი გაიცა. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებს ერთჯერადად შეუძლიათ.
შემდეგი სტატია ავტორი: რუსა მაჩაიძე დავით ბახტაძე "ქართული ოცნებიდან" სამტრედიის მერის პოსტს 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იკავებს. მანამდე, 2017 წლის არჩვნების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, სამტრედიის მერის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში - სამტრედიის გამგებლის პირველი მოადგილე. პირველი დეკლარაცია კი 2014 წელს ააიპ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას აქვს შევსებული. დავით ბახტაძე, ცხრავე დეკლარაციის მიხედვით, მეუღლესთან და 2 შვილთან...
კასპში ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კასპის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები. ასევე, მოეწყობა სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედი, პანდუსი და შეიღებება შენობის ფასადი. შენობის რეაბილიტაციას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 944 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. "შენობა გადაუდებელ...
ინფრატრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან ერთად ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. სამტრედიაში, ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბულატორია შენდება. როგორც სამტრედიის მერიაში აცხადებენ, ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია...
ქუთაისში კუპრაძის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მერიაში განმარტავენ, სამუსაოების ფარგლებში, გზაზე განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე და ტროტუარები, გაკეთდება ეზოების შესასვლელები. მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს ,,გზამშენი XXI" აწარმოებს. "კუპრაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 223 300 ლარია განსაზღვრული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მაისის ბოლოს დასრულდება", - ამბობენ მერიაში.
ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები მაისში დაიწყება. „რეკრეაციული სივრცეების განვითარების მხრივ, თბილისი ბოლო წლების განმავლობაში, მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე - ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ, განიტვირთონ, სპორტით დაკავდნენ. ძალიან...
სენაკის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, - აცხადებენ სენაკის მერიაში. "ამ ეტაპზე, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 მრავალბინიანი კორპუსი რეაბილიტირდება. ასევე, მიმდინარეობს გოგოლაძის სახელობის მოედნის მიმდებარედ არსებული კორპუსების, ცაგარელის N27-ში, შოთა რუსთაველის N72-ში, ჭავჭავაძის N41-სა და N43-ში არსებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება კორპუსების გარე ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, ეზოების...
ბათუმში შარაშიძის ჩიხებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, კომპანია „ბონდი 2009“-მ უკვე დაასრულა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო სანიაღვრე სისტემები. ამ ეტაპზე კი, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. შარაშიძის ჩიხების რეაბილიტაციისთვის ერთ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. „აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, შარაშიძის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა და გარეგანათების სისტემების მოწყობა. სარეაბილიტაციო...
თამარის ციხის სარესტავრაციო-საკონსერვაციო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა დაიწყო, - აცხადებენ ბათუმის მერიაში. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. "პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ იქნება შეძენილი, ხოლო მისი განხორციელება ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოხდება", - განმარტავენ მერიაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნისა და მისაქციელის გზების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები, რეგიონებში გასახორციელებელი ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, შპს „საგზაო 7“-ის მიერ ხორციელდება და ზაფხულში დასრულდება. როგორც სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომაც ამ მიმართულებით სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
თბილისის მერიამ უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ხუთი ოჯახი დააკმაყოფილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს საცხოვრებლით, ჯამში, 60 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება. „წინასაარჩევნოდ ჩემი ერთ-ერთი დაპირება თბილისელი უსახლკაროების საცხოვრებლით დაკმაყოფილება იყო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ამას არ დავუშვებთ. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მოპოვებამდე, მოქალაქეებისთვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ