თამარის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

650

თამარის ციხის სარესტავრაციო-საკონსერვაციო და ტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა დაიწყო, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ იქნება შეძენილი, ხოლო მისი განხორციელება ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოხდება”, – განმარტავენ მერიაში.