თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„30 აპრილიდან, 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
სადგურში სახელწოდებით „ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.