გურჯაანის მერია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 79 ახალშობილის ოჯახს დაეხმარა

366

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი – მარტი), 79- მა ოჯახმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 23 700 ლარი გაიცა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებს ერთჯერადად შეუძლიათ.