დმანისის მერიამ 3 ტენდერი გამოაცხადა

291

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდიანრე წლის 27 აპრილს 3 ტენდერი გამოცხადა.

ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, დმანისის მერიას 308 479 ლარად ქალაქ დმანისში არსებული მონუმენტის რეაბილიტაცია სურს. აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.

ასევე, 75 013 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს გამოცხადებული მერიას, რათა ქალაქ დმანისში ავტოსადგურთან სკვერი გააკეთონ. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.

რაც შეეხება  ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩის N35-ში სკვერის მოწყობას, აქ მერიას სკვერის მოწყობისთვის 357 032 ლარი აქვს გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება კი, 13 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.