მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნისა და მისაქციელის გზების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები, რეგიონებში გასახორციელებელი ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, შპს „საგზაო 7“-ის მიერ ხორციელდება და ზაფხულში დასრულდება.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომაც ამ მიმართულებით სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.