ქუთაისში კუპრაძის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მერიაში განმარტავენ, სამუსაოების ფარგლებში, გზაზე განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე და ტროტუარები, გაკეთდება ეზოების შესასვლელები.
მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს ,,გზამშენი XXI” აწარმოებს.
“კუპრაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 223 300 ლარია განსაზღვრული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მაისის ბოლოს დასრულდება”, – ამბობენ მერიაში.