ე.წ ორბიტის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია აქტიურად მიმიდნარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა სახურავი, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება.
ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და ჯამურად 451 000 ლარით ფინანსდება.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2 , აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა.