სამტრედიაში, ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბულატორია შენდება

476

ინფრატრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან ერთად ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

სამტრედიაში, ჩხენიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბულატორია შენდება.

როგორც სამტრედიის მერიაში აცხადებენ, ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეგაბილდი” აწარმოებს.

“ადმინისტარციული ცენტრიდან დაცილებული დასახლებებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს ამბულატორიის მშენებლობა დავგეგმეთ სოფელ ჩხენიშში, რაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ახლო მომავალში სოფელს თამამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორია ექნება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ.