სენაკის მერია: მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

611

სენაკის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, – აცხადებენ სენაკის მერიაში.

“ამ ეტაპზე, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 მრავალბინიანი კორპუსი რეაბილიტირდება.

ასევე, მიმდინარეობს გოგოლაძის სახელობის მოედნის მიმდებარედ არსებული კორპუსების, ცაგარელის N27-ში, შოთა რუსთაველის N72-ში, ჭავჭავაძის N41-სა და N43-ში არსებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, ხორციელდება კორპუსების გარე ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, ეზოების შემოღობვა და კეთილმოწყობა.

ამასთან, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის მუსიკალური სკოლის, მექანიკურის დასახლებაში არსებული კორპუსისა და მშვიდობის N111-ში მდებარე კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის პროექტები. პარალელურად კი, საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის ქუჩაზე, თაყაიშვილის ქუჩის ზედა მონაკვეთში და ფურცელაძის ქუჩის ჩიხში. სამივე ლოკაციაზე ეწყობა ცემენტო-ბეტონის საფარი.

ასევე, ხორციელდება მთის კალთის ქუჩის რეაბილიტაცია, ხოლო, არსენას ქუჩაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობა

პროექტი, მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება”, – განმარტავენ სენაკის მერიაში.