ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2 წლის განმავლობაში შენდებოდა, დასრულდა. სამუშაოებისთვის ქარელის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 5 598 900 ლარი დაიხარჯა.
როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, აუზი გათვლილია როგორც მოზარდ, ასევე, ზრდასრულ ადამიანებზე.
სამშენებლო სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “საბა კონტრაქშენმა” შეასრულა.
ამ ეტაპზე, მშენებლობა უკვე დასრულებულია და შენობის შემოწმება მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს.
უწყებამ ხელშეკრულება შპს “თაიმსერვისთან” გააფორმა. პროექტის ღირებულება 184 212 ლარს შეადგენს.
“აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის მომსახურებით 743 მოსწავლე ისარგებლებს”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის შენობის კარკასის მშენებლობა დასრულდა და შიდა სარემონტო სამუშაოები გრძელდება.
"225კვ.მეტრის ფართობზე სპორტული კომბინირებული დარბაზი, სატრენაჟორო სივრცე, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახები მოეწყობა. პროექტის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 391 258 ლარი დაიხარჯება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ მაღაროს, არამედ მეზობელი...
შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, გზის მიმდებარედ უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. აღნიშნული გზა ძლიერ იყო დაზიანებული და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, პროექტი გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, კერძოდ საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების...
კასპში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუსაოების ფარგლებში, ამჟამად ცენტრალური სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რომელსაც მიმდებარე ქუჩების სანიაღვრე არხებიც შეუერთდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 011 233 ლარით ფინანსდება.
საქართველოს მთავრობამ ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ დებულება დაამტკიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სახელმწიფოს ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკური, სტრატეგიული და საკანონმდებლო ჩარჩოს შესაფასებლად.
სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი დადებითად შეფასდა საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტების, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის სატყეო პროგრამების მიერ.
„საქართველოში ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესი...
სოფელ წყალტუბოში ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის საჯარო სკოლა აშენდა.
240 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში შიდა სპორტული დარბაზი და გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. გარდა ამისა, შენობა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისტორიულ სოფელ წყალტუბოს შესაბამისი სასწავლო რესურსებითა...
პროგრამის - “განახლებული რეგიონები” ფარგლებში, წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საპროექტო ტერიტორიაზე მიმდინარეობს 6 შენობისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის, ასევე, სკოლისკენ შესასვლელი კიბის სრული რეაბილიტაცია.
პროექტის ჯამური ღირებულება - 6 532 985 ლარია.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს შექმნა.
წალენჯიხაში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში წვიმა ჩამოდის. მთელ პერიმეტრზე წვიმის შედეგად დაზიანებულია ჭერი, მოსწავლეთა სახლის ფოიე, სამეცადინო ოთახები, საცეკვაო, საკონცერტო დარბაზები, სველი წერტილები და სამზარეულო, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ადგილზე იმყოფებოდა.
ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორის, მარინე შანავას თქმით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მოსწავლეთა სახლის ინფრასტრუქტურა სრულად...
მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულების ფაზაშია.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ხოლო, საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, გზის არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა.
"ახალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სოფელ ძიგურის გავლით სოფელ ზანათს დააკავშირებს. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება", - განმარტეს მერიაში.
ქედის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის "ქალთა ოთახი“ და გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს კონკურსს "ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ აცხადებს. კონკურსის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც შემდგომში განაპირობებს ქალთა ეკონომიკურ/სოციალურ აქტიურობას და ხელსშეუწყობს თანაბარი/თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას.
"კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები: ა) სოფლის მეურნეობა: ა.ა) მემცენარეობა, მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების მოწყობა, არსებულის აღდგენა-განახლება: ნერგების შეძენა, სარწყავი სისტემის შესყიდვა,...
ბათუმის მერმა მუნიციპალური სერვისცენტრის 4 მენეჯერი და სპორტული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
დღეს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალური სერვისცენტრის ოთხი მენეჯერი და სპორტული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ახლადდანიშნულ თანამშრომლებს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები გააჩნიათ.
ბათუმის მერმა მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად და პროფესიონალურად შეასრულებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული სერვისცენტრის მენეჯერი - დავით ნაკაშიძე, რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის...
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ.
"გამგეობის მიერ გმირი კურსანტების ქუჩის მეორე შესახვევში, N5 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, რის გამოც მოქალაქეები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში აქციებს აანონსებენ. მოსახლეობა იმ საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც კერძო პირზე გასხვიდა. ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ საძოვრების პრობლემა არ მოგვარდება, მუზეუმ-ნაკრძალ უფლისციხემდე მისასვლელ გზას გადაკეტავენ.
"როგორც ჩვენ გავიგეთ, ეს მიწები იჯარითაა გაცემული. ეს ტერიტორია თუ ბოლომდე მოხნეს, მაშინ საძოვრების გარეშე ვრჩებით' - გვითხრეს ადგილობრივებმა.
მეორე დღეა, მიწის ფართობზე ტრაქტორი მუშაობს. ადგილობრივმა აიძულეს, რომ მას მუშაობა...
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა იმერეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკება 2021 წლის დეკემბერში დასრულდა და მას სახელმწიფომ საკუთრების გადაცემისთვის 8 მილიონი დოლარი გადაუხადა.
ღარიბაშვილი, ასევე, ამბობს, რომ მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს "მომავლის წყალტუბო".
„წყალტუბოს განვითარების გენგეგმაზე მუშაობა დასრულებილია, მეორე - მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































