მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

631

მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ხოლო, საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DEშIGN” ახორციელებს.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მდებარე ორ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება.

“ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ლითონის ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „კომფორტი XXI” ასრულებს.

ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება კიწიის საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 120 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „თელა“ ასრულებს.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება”, – აცხადებენ მერიაში.