კასპის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრანსპორტით უზრუნველყოფს.
უწყებამ ხელშეკრულება შპს “თაიმსერვისთან” გააფორმა. პროექტის ღირებულება 184 212 ლარს შეადგენს.
“აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის მომსახურებით 743 მოსწავლე ისარგებლებს”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.