ბათუმის მერმა მუნიციპალური სერვისცენტრის 4 მენეჯერი და სპორტული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

565

დღეს, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალური სერვისცენტრის ოთხი მენეჯერი და სპორტული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, ახლადდანიშნულ თანამშრომლებს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები გააჩნიათ.

ბათუმის მერმა მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად და პროფესიონალურად შეასრულებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძველი ბათუმის ადმინისტრაციული სერვისცენტრის მენეჯერი – დავით ნაკაშიძე, რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერი – ნანა ებრალიძე, ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერი – ლევან ბოლქვაძე, სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრის მენეჯერი – გოჩა დევაძე იქნება, ხოლო, სპორტულ ცენტრს არჩილ ბარამიძე უხელმძღვანელებს.