აბაშის სოფლებში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

571

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, გზის არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა.

“ახალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სოფელ ძიგურის გავლით სოფელ ზანათს დააკავშირებს. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება”, – განმარტეს მერიაში.