შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ 3 მილიონზე მეტი დაიხარჯება

467

შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, გზის მიმდებარედ უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. აღნიშნული გზა ძლიერ იყო დაზიანებული და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, პროექტი გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, კერძოდ საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების გაკეთებას.

რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 143 970 ლარია.