კასპში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუსაოების ფარგლებში, ამჟამად ცენტრალური სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რომელსაც მიმდებარე ქუჩების სანიაღვრე არხებიც შეუერთდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 011 233 ლარით ფინანსდება.