ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზის ასაშენებლად 5.5 მილიონზე მეტი დაიხარჯა

660

ქარელში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც 2 წლის განმავლობაში შენდებოდა, დასრულდა. სამუშაოებისთვის ქარელის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 5 598 900 ლარი დაიხარჯა.

როგორც ქარელის მერიაში აცხადებენ, აუზი გათვლილია როგორც მოზარდ, ასევე, ზრდასრულ ადამიანებზე.

სამშენებლო სამუშოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “საბა კონტრაქშენმა” შეასრულა.

ამ ეტაპზე, მშენებლობა უკვე დასრულებულია და შენობის შემოწმება მიმდინარეობს.