გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და პანდუსები ეწყობა

620

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ

“გამგეობის მიერ გმირი კურსანტების ქუჩის მეორე შესახვევში, N5 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, რის გამოც მოქალაქეები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების  გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის  გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 500 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, სადარბაზოებში ელექტრო ამწე პლატფორმების მოწყობის სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N15 კორპუსსა  და მეექვსე მიკრორაიონის N14 კორპუსში დასრულდა, სამ მისამართზე კი  – მიმდინარეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.

გამგეობის ინფორმაციით, ჯამში, ექვსივე პროექტისთვის  216 637 ლარი დაიხარჯება